რეხის საბავშვო ბაღის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ავტორი
Front News საქართველო
რეხის საბავშვო ბაღის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
გორის მერიამ სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი უკვე გამოაცხადა.
პროექტის სატენდერო ღირებულება 504 400 ლარია.
ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში უნდა დასრულდეს.
პროექტი ითვალიწინებს საბავშვო ბაღის შენობის სრულ რეაბილიტაციასა და ეზოს კეთილმოწყობას.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
რეხის საბავშვო ბაღის შენობას ექსპლუატაციაში შესვლიდან დღემდე მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია.
თაგები:
გორის მერია




