Reuters - გერმანიაში უმუშევრობის რაოდენობამ ათწლეულის განმავლობაში პირველად 3 მილიონს გადააჭარბა

ავტორი
Front News საქართველო
Reuters-ის ინფორმაციით, გერმანიაში უმუშევრობის რაოდენობამ ათწლეულის განმავლობაში პირველად 3 მილიონს გადააჭარბა.
მისივე ცნობით, აგვისტოში უმუშევარი ადამიანების რაოდენობამ 3.02 მილიონი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 46 000-ით მეტია.
მთავრობა 500 მილიარდი ევროს საინვესტიციო ფონდს ამუშავებს, თუმცა ეკონომისტები აფრთხილებენ, რომ შედეგების დანახვას წლები დასჭირდება და ეკონომიკაში ღრმად ფესვგადგმული სტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად დამატებითი ზომების მიღებაა საჭირო.
თაგები:
გერმანია




