რეზნიკოვი – პრიგოჟინის სიკვდილმა აჩვენა, რომ პუტინის ნდობა არ შეიძლება


ავტორი
Front News საქართველო
“ვაგნერის” დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი იმის დასტურია, რომ რუსეთის დიქტატორ ვლადიმერ პუტინის ნდობა არ შეიძლება, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
“პრიგოჟინის სიკვდილმა დაასუსტა პუტინი. ამან მთელ მსოფლიოს აჩვენა: თუ პუტინი გადაწყვეტს ვინმესთან რაიმე სახის შეთანხმებას და ამ შეთანხმებას დაარღვევს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ნდობა აღარ შეიძლება“, – განაცხადა რეზნიკოვმა.
მისი თქმით, ახლა კრემლის ოფიციალური პირები “იქცევიან როგორც ბანდიტები და კრიმინალები”.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, ის არ მიიჩნევს, რომ პრიგოჟინის სიკვდილმა რაიმე სახის გავლენა შეიძლება მოახდინოს უკრაინის ომის მიმდინარეობაზე.
“ვაგნერი”, რომელიც ერთი წლის წინ შეიძლება სერიოზულ ძალად ითვლებოდა, რეალურად აღარ არსებობს. ისინი დამარცხდნენ”, – განაცხადა რეზნიკოვმა.
თაგები:
ალექსეი რეზნიკოვი

სალომე ზურაბიშვილი – არ შეიძლება, რომ გარუსდეს საქართველო, არ შეიძლება, რომ არ იყოს დამოუკიდებელი და ძლიერი

ჯემალ ლეონიძე – ყველა მაფრთხილებდა “ვითიბი ბანკში”, “რესპუბლიკა ბანკში” რომ „თიბისის“ ნდობა არ შეიძლება

მამუკა მდინარაძე – სააკაშვილი ყოფილი პრეზიდენტია, თემა აქტუალურია, სამართლებრივი საფუძველი შეიძლება ჰქონდეს იმას, განიხილავენ თუ არ განიხილავენ, შეიძლება თქვას სტრასბურგმა, რომ განიხილავენ, ან არ განიხილავენ