რეზნიკოვი – ყველაფერი ჩვენი გეგმის მიხედვით მიდის, კონტრშეტევა ჰოლივუდის ბლოკბასტერი არ არის


ავტორი
Front News საქართველო
ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევაზე საერთაშორისო კრიტიკა გაძლიერდა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
“ყველაფერი ჩვენი გეგმის მიხედვით მიდის. ეს გეგმა ასევე იყო წინასწარ განხილული ჩვენს პარტნიორებთან და ყველამ, ვინც რეალურად არის ჩართული ამ პროცესში, ყველაფერი იცის ამის შესახებ. მათ იციან როგორია მტრის თავდაცვა, როგორია უსაფრთხოების ზონები, სად არის დანაღმული ველები, სად ტანკები“, – განაცხადა რეზნიკოვმა.
მისივე თქმით, უკრაინის კონტრშეტევა ნელა მიმდინარეობს, რადგან რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინას სურს დაიცვას თავისი ჯარისკაცების სიცოცხლე და შეინარჩუნოს სამხედრო ტექნიკა.
მინისტრმა დასძინა, რომ რუსებს ამჟამად საჰაერო უპირატესობა აქვთ.
“კონტრშეტევა არ არის ფილმი. ეს არ არის ჰოლივუდის ბლოკბასტერი”, – აღნიშნა რეზნიკოვმა.
თაგები:
ალექსეი რეზნიკოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს