რეზნიკოვი შესაძლოა, რუსტემ უმეროვმა შეცვალოს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი შესაძლოა, სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელმა რუსტემ უმეროვმა შეცვალოს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უმაღლესი რადა რეზნიკოვის თანამდებობიდან გადადგომას სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავს.
უკრაინაში თავდაცვის მინისტრს პრეზიდენტის რეკომენდაციით ნიშნავს და ათავისუფლებს უმაღლესი რადა. ამ დროის განმავლობაში კი მინისტრის მოვალეობას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე პავლიუკი შეასრულებს.
რეზნიკოვი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე განიხილება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს