რიაბკოვი – თუ ნატო მოსკოვს უშუალო საფრთხედ გამოაცხადებს, რუსეთი ასეთ საფრთხეს შექმნის


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოსკოვს უშუალო საფრთხედ გამოაცხადებს, რუსეთი ასეთ საფრთხეს შექმნის.
“მათ შევუქმნით უშუალო საფრთხეს, რომ ამ შეფასების სიმაღლეზე ვიყოთ“, – განაცხადა რიაბკოვმა.
რაც შეეხება ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ჯერ ელოდებიან, როდის გაივლიან ეს ქვეყნები შესაბამის პროცედურებს.
“შემდეგ ჩვენ გავაკეთებთ ამ გადაწყვეტილების შედეგების პრაქტიკულ და მატერიალურ ანალიზს, ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ამ თემაზე საჯარო გამოსვლები“, – განაცხადა რიაბკოვმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს