რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ – კალაძე კარგი მერია, მაგრამ მე ვიცი ხალხს რა უნდა, ხუმრობის დრო არ მაქვს

ავტორი
Front News საქართველო
კალაძე კარგი მერია, მაგრამ მე ვიცი ხალხს რა უნდა, ხუმრობის დრო არ მაქვს – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუმ “ტვ პირველის” ეთერში გადაცემაში “პოლიტიკური კვირა” განაცხადა.
ოგბუნუჯუს თქმით, მან უკეთ იცის მოსახლეობის პრობლემები და მისი გადაჭრის გზები.
“კალაძეძე კარგი მერია, კარგი ადამიანია, ლეგენდაა, მაგრამ მე ვიცი, რას უჩივის მოსახლეობა. მე უფრო ახლოს ვარ ჩევულებრივ ხალხთან, მე ვიცი ხალხს რა უნდა – სამსახური”, -განაცხადა მერობის კანდიდატმა.
კითხვაზე, თუ როგორ უნდა გადაჭრას მერმა ეს პრობლემები, ოგბუნუჯუ პასუხობს, რომ “ინვესტორები უნდა ჩამოიყვანოს, ახალგაზრდებს ასწავლოს, უცხო ქვეყნის სპეციალისტები მოიყვანოს”.
წამყვანის კითხვაზე, აქვს თუ არა გამარჯვების იმედი, ობბუნუჯუ პასუხობს, რომ მას ხუმრობის დრო არ აქვს.
იბოს ტომის მეფე და თბილისის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ სხვა პარტიებთან იმის მიხედვით ითანამშრომლებს, თუ როგორია მათი “მანიფესტუ” – პროგრამა.
“მე არ მაინტერესებს პარტია, მაინტერესებს მათი მანიფესტუ, რას შესთავაზებს ხალხი”, – აცხადებს მერობის კანდიდატი.
იბოს (ნიგერიის ერთ-ერთი კუთხე) მეფე რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ თბილისის მერობის კანდიდატად პარტიამ „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ დაარეგისტრირა.
რიჩარდ ოგბუნუჯუ 25 წელია, საქართველოში ცხოვრობს. ის მეფედ 2013 წელს საქართველოში აკურთხეს.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


