
ავტორი
Front News საქართველო
ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი რუსეთის მხრიდან ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ ესკალაციას არ გამორიცხავს და მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხის შემთხვევაში, ალიანსმა სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს.
"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ (რუსეთის მხრიდან ესკალაციისთვის). არცერთი ვარიანტის გამორიცხვა არ შეიძლება. თუმცა, მე ვიტყოდი, რომ არ უნდა გვეშინოდეს. ჩვენ უბრალოდ უნდა გავაგზავნოთ ძალიან, ძალიან მოკლე და ძლიერი გზავნილი: თუ რუსეთი ნატოს დაუპირისპირდება, ალიანსი შესაბამისად უპასუხებს“, - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.
ამავდროულად, რინკევიჩმა აღნიშნა, რომ რუსეთს ამჟამად არ აქვს შესაძლებლობა, დაიწყოს ნატოს რომელიმე ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრა, ამის მიზეზი კი ის არის, რომ რუსეთის ამისთვის ჯარი არ ჰყავს.
მისივე თქმით, მშპ-ს 5%-ის ოდენობის თავდაცვის ხარჯები არასაკმარისია, რადგან თავდაცვის შესაძლებლობები არის ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.
"ფული გაქვს, მაგრამ ასევე გჭირდება იარაღი, რაკეტები და აღჭურვილობა, რომლის შეძენაც ამ ფულით შეგიძლია. და აქ ვხედავთ, რომ თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები გვაქვს“, - განმარტა რინკევიჩმა.
ამასთან, ლატვიის პრეზიდენტი ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევა ევროპის გარეშე შეუძლებელია. მისივე თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება "ევროპის ინტერესებშია“, განსაკუთრებით უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ლატვიის პრეზიდენტმა ასევე უპასუხა კითხვას, შეძლებს თუ არა ევროპა აშშ-ის კონტინგენტის ჩანაცვლებას მას შემდეგ, რაც ვაშინგტონი შეამცირებს თავის ყოფნას ევროპის ქვეყნებში.
პასუხად რინკევიჩმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ევროპის თავდაცვისთვის უზრუნველყოფილი შესაძლებლობების გაძლიერება მოითხოვს დროს, რესურსებს და ინვესტიციებს პერსონალსა და აღჭურვილობაში.
"მე ვიტყოდი, რომ დღეს შეერთებული შტატები შეუცვლელია ევროპის დაცვასა და ნატოს წარმატებულ ალიანსად გადაქცევაში“, - აღნიშნა მან.
თაგები:
ედგარს რინკევიჩი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს