Logo

რინკევიჩი – მხარს ვუჭერ პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყების წინადადებას

პოლიტიკა
842
Frontnews image description

ლატვიის პრეზიდენტის ედგარს რინკევიჩის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყების წინადადებას მხარს უჭერს.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მიმართ მუქარა მიუღებელია.

“საქართველოში არსებულ სიტუაციაზე სატელეფონო ზარი მქონდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. მე მხარს ვუჭერ პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყების წინადადებას, რათა საქართველოს ევროპული გზა და არსებული კრიზისის მოგვარება უზრუნველყოფილი იყოს. პრეზიდენტის მიმართ მუქარა მიუღებელია”, – წერს რინკევიჩი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები