Logo

რომან გოცირიძე - ეს ყველაფერი აქამდეც აქციის ფასად იყიდებოდა, აწ უკვე სამთავრობო სუპერმარკეტები თვალში ნაცრის შეყრით არიან დაკავებული

პოლიტიკა
71
Frontnews
რომან გოცირიძე - ეს ყველაფერი აქამდეც აქციის ფასად იყიდებოდა, აწ უკვე სამთავრობო სუპერმარკეტები თვალში ნაცრის შეყრით არიან დაკავებული

"ოცნების" მთავრობა აგრძელებს ძველ "ტრიუკებს" და მის პროპაგანდისტულ სამსახურში ჩამდგარი მსხვილი ქსელური სუპერმარკეტების მეშვეობით ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, - ამის შესახებ Front News-თან ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მოქალაქეებს თვალებში ნაცარს აყრის.  

"რომელ ცივილიზებულ ქვეყანაში გინახავთ, რომ მთავრობას კერძო სავაჭრო ქსელებში მოქმედი ფასდაკლებების სახელმწიფო ვებგვერდი შეექმნას? არსად.

"ოცნების“ მთავრობა აგრძელებს ძველ "ტრიუკებს" და მის პროპაგანდისტულ სამსახურში ჩამდგარი მსხვილი ქსელური სუპერმარკეტების მეშვეობით ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.

დღეს მთავრობამ სწორედ ასეთი საიტი აამოქმედა და საზეიმოდ გვამცნო, რომ 13 დასახელების სასურსათო პროდუქტის შეძენას მოქალაქეები მათი „დახმარებით“ შეძლებენ. თუმცა, როდესაც ვებგვერდს ჩავხედეთ, სხვა სურათი დავინახეთ.

პირველ რიგში, სასურველი პროდუქციის შესაძენად სხვადასხვა სუპერმარკეტში მოგიწევთ სიარული, რადგან ყველა პროდუქტი ერთ ქსელში არ იყიდება, მეორე - გამოცხადებული ფასდაკლებები მხოლოდ განსაზღვრული ვადით მოქმედებს და მათი გამოყენება დროულ და სხარტ რეაგირებას მოითხოვს, მესამე - პროდუქციის დიდი ნაწილი ისედაც ფასდაკლებით იყიდებოდა.

ახლა მხოლოდ ერთი სუპერმარკეტის, “აგროჰაბის” მაგალითი რომ ავიღოთ, რას ვხედავთ? ამ გვერდზე უბრალოდ მოუყრიათ თავი ყველა იმ პროდუქტისთვის, რომელიც ისედაც ფასდაკლებით იყიდებოდა - სულ 23 დასახელებაა. შედეგად, იქმნება ილუზია, თითქოს მომხმარებლისთვის რაიმე ახალი, ან განსაკუთრებული ინიციატივა შეიქმნა.

საინტერესო ისაა, რომ ეს ყველაფერი აქამდეც აქციის ფასად იყიდებოდა. ამიტომ, აწ უკვე სამთავრობო სუპერმარკეტები თვალში ნაცრის შეყრით არიან დაკავებულები. აქედან დიდ სარგებელსაც იღებენ", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალი – www.ekalata.gov.ge წარადგინა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები