Logo

რომან გოცირიძე - გააიაფეს მცირედით 15 დასახელების საქონელი, სამაგიეროდ გააძვირებენ 1500-ს

პოლიტიკა
59
Frontnews image description

აქციის ფარგლებში რაც ფასდაკლებით იყიდებოდა, ახლა ცალკე კუთხეში მოუყარეს ერთად თავი და ამას სურსათზე ფასების შემცირების მთავრობისადმი დანაპირების შესრულებად ასაღებენ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გააიაფეს მცირედით 15 დასახელების საქონელი, სამაგიეროდ გააძვირებენ 1500-ს.

"ზოგიერთ დიდ ქსელურ სუპერმარკეტში სასურსათო კალათების კუთხეები გაკეთდა, სადაც ფასდაკლებით შეიძლება იყიდო საქონელი. ანუ, აქციის ფარგლებში რაც ფასდაკლებით იყიდებოდა, ახლა ცალკე კუთხეში მოუყარეს ერთად თავი და ამას სურსათზე ფასების შემცირების მთავრობისადმი დანაპირების შესრულებად ასაღებენ. თურმე უკვე იაფად შეგვიძლია 15 დასახელების პროდუქტის შეძენა. ესენია: ზეთი, ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, პური, შაქარი და ა. შ. რა, ამათზე არ იყო აქციები აქამდე? თუ ეს მუდმივად იქნება? არ იქნება, მოსწყინდებათ და გააუქმებენ. ექვს სუპერმარკეტში მსგავსი აქციის წამოწყება არის ფასების კომისიის ოთხთვიანი მუშაობის შედეგი? გააიაფეს მცირედით 15 დასახელების საქონელი, სამაგიეროდ გააძვირებენ 1500-ს. მოგება იმაზე მეტიც ექნებათ, ვიდრე აქამდე. თანაც უბნის მაღაზიებსაც შეავიწროვებენ და მათ კლიენტურას აქეთ გადმოქაჩავენ, მერე ფასებს უფრო ასწევენ. ასე იყო და ასე მოხდება, როცა მსგავსი “აქციები” იმართება. თვალში ნაცრის შეყრაა ეს ყველაფერი", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებული პროდუქტების „სასურსათო კალათის“ კუთხეები მოეწყო და მომხმარებელს ფასდაკლებით 15 სახის პროდუქტის შეძენა შეუძლია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები