
ავტორი
Front News საქართველო
ნიკა მელიას და მისი თანამოაზრეების მიერ პარტიის დაფუძნება იქნება ერთ-ერთი სერიოზული წარმონაქმნი ოპოზიციურ ფლანგზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ნიკა მელიას მიერ პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
რომან გოცირიძის თქმით, ეს ამ კრიზისის დაძლევის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო.
“მელიას მხარდამჭერი იქნება არა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის“ ტრადიციული ამომრჩეველი, არამედ ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება, ყოფილიყვნენ პოტენციურად “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, როგორც ეროვნული და ლიბერალური ძალის, მაგრამ ვისაც უკვე არ მოსწონს დღევანდელი ნაციონალური სახე, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. ამიტომ, ნიკა მელიას პარტიას ექნება საკმაოდ დიდი გავლენა და გარდა ამისა, ეს იქნება უკვე ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნისთვის კიდევ ერთი დამატებით ფაქტორი. ისეთი ცენტრის, რომელსაც ექნება ხმების მიღების მეტი რესურსი, თუნდაც “ნაციონალური მოძრაობის”.
ნახევარ წელიწადზე მეტია, ჩემი პოზიცია არის მთავარი ოპოზიციური ცენტრის შექმნა, სადაც უნდა გაერთიანდნენ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პარტიები და პოლიტიკური ჯგუფები. ეს იყო ჩემი ხედვა და მომავალში რა იქნება, ჯერ არავინ იცის. ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვით. ის, რომ ყველა ერთად უნდა ვიყოთ, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიცია, მათ შორის ნიკა მელიას ახალი პარტია, ეს ბუნებრივი მოცემულობაა და ნიშნავს ხელისუფლების შეცვლის ერთ-ერთ გზას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს