რომან გოცირიძე - თუ ჭკუა აქვს ეროვნულ ბანკს, გააკეთებს განცხადებას და დასცინებს, ვინც ამას ამბობს

ავტორი
Front News საქართველო
აბსურდია, რომ 8 წლის შემდეგ ივანიშვილის მიერ ჩამოწერილი სესხები გაცოცხლდა. თუ ჭკუა აქვს ეროვნულ ბანკს, გააკეთებს განცხადებას და დასცინებს, ვინც ამას ამბობს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ან შეცდომაა, ან სხვა ტიპის საკითხთანაა საქმე დაკავშირებული.
"აბსურდია, რომ 8 წლის შემდეგ ივანიშვილის მიერ ჩამოწერილი სესხები გაცოცხლდა. თუ ჭკუა აქვს ეროვნულ ბანკს, გააკეთებს განცხადებას და დასცინებს, ვინც ამას ამბობს. ის გოგო რომ იძახის, სესხის დაბრუნებას მაიძულებენო, რატომ არ ამბობს რამდენი იყო ის სესხი? იქნებ იმაზე მეტი იყო, რა თანხაზეც იყო დაწესებული? ან სხვა რამესთან გვაქვს საქმე, შეიძლება შეცდომასთან.
ისეთი ამბებია ემიგრაციაში. ფულის გამოტანა უნდა უამრავ ადამიანს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ჟურნალისტ თამუნა მუსერიძის განცხადებით, 2015 წელს აღებული სესხი, რომელიც შემდგომ 2018 წელს "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, მას და სხვა მოქალაქეებს ჩამოეწერათ, დღესაც აქტიურია და სასამართლო მას სესხის გადახდას სთხოვს.
თაგები:
რომან გოცირიძე




