რომან გოცირიძე – უვიზო მიმოსვლის გაუქმება არის უდიდესი დარტყმა ქვეყნისთვის, ეს იქნება ხალხის დასჯა


ავტორი
Front News საქართველო
უვიზო მიმოსვლის გაუქმება არის უდიდესი დარტყმა ქვეყნისათვის. ეს იქნება არა მთავრობის, არამედ ხალხის დასჯა, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ივანიშვილის მიზანია, რომ ქვეყანა დაამსგავსოს რეგიონში არსებული ქვეყნების მართვის სტილს.
“უვიზო მიმოსვლის გაუქმება არის უდიდესი დარტყმა ქვეყნისათვის. ეს იქნება არა მთავრობის, არამედ ხალხის დასჯა. მიდგომა, რომ რაც უფრო ცუდი რამ მოხდება, უფრო გამოიწვევს ამ ხელისუფლების დემონტაჟს, არ არის სწორი. ეს მიდგომა ჰგავს ზოგიერთების იმ პოზიციას, როცა მიაჩნდათ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიგვეღო ამ ხელისუფლების პირობებში, რადგან ეს გააძლიერებდა მას.
სტატუსი პირველ რიგში აძლიერებს ქვეყანას. მასზე უარის თქმა შეიძლება გახდეს ამ ხელისუფლების მესაფლავე. საქართველოსთვის არნახული მასშტაბის საპროტესტო აქციები როგორც რაოდენობის, ასევე დროის ხანგრძლივობის თვალსაზრისით, სწორედაც რომ ევროკავშირში გაწევრიანების შეფერხების ფაქტმა გამოიწვია.
ეს გადაგვარებული რეჟიმი აუცილებლად შეიცვლება და ეს უნდა მოხდეს ქვეყნისათვის ნაკლები ზიანის მიყენების გზით.
ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები ფაქტობრივად ამთავრებს რეპრესიების კიდევ უფრო გაღრმავების სამართლებრივი საფუძვლების შექმნას. შემდეგ უკვე პრაქტიკის საქმეა. ვითარება არის იმაზე საშიში, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ამ ვითარებას სჭირდება ადეკვატური პასუხი. ეს პასუხი საყოველთაო დაუმორჩილებლობა უნდა იყოს (პირველ რიგში მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფიცვების ორგანიზების გზით).
ივანიშვილის მიზანია, რომ ქვეყანა დაამსგავსოს რეგიონში არსებული ( მეზობელი) ქვეყნების მართვის სტილს. ამისკენ მიიწევს ნაბიჯ-ნაბიჯ და დროზე უნდა შევაჩეროთ”, – წერს რომან გოცირიძე.
თაგები:
რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე – საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მიყენებული ჭრილობების მოშუშებას უნდა დრო, სურვილის ქონა და დიდი მონდომება, თუკი ეს საერთოდ არის შესაძლებელი

რომან გოცირიძე – თუ გაუქმდება თავისუფალი უვიზო რეჟიმი და სხვა სიკეთეები, ეს იქნება ამ პირების მოღალატეობრივი საქმიანობის შედეგი

რომან გოცირიძე – საქართველოს დემოკრატიისთვისაც არ იქნება ტრამპის მმართველობა ისეთივე ეფექტიანი და შემაკავებელი, როგორც ეს ბაიდენის დროს იყო