Logo

რომის პაპი - ექიმებმა ფილტვში ლოკალიზებული კვანძი აღმოაჩინეს, გადავწყვიტე, ოპერაცია გავიკეთო

მსოფლიო
61
Frontnews
რომის პაპი - ექიმებმა ფილტვში ლოკალიზებული კვანძი აღმოაჩინეს, გადავწყვიტე, ოპერაცია გავიკეთო

რომის პაპმა ლეო XIV-მ განაცხადა, რომ ექიმებმა სამედიცინო შემოწმებისას ფილტვში მცირე ზომის წარმონაქმნი აღმოუჩინეს და მიმდინარე კვირაში მის ამოსაკვეთად ოპერაცია ჩაუტარდება.

"ბოლო სამედიცინო გამოკვლევებისას ექიმებმა ფილტვში ლოკალიზებული კვანძი აღმოაჩინეს. ის ძალიან ადრეულ ეტაპზე გამოვლინდა. ექიმები მიიჩნევენ, რომ ჩარევა მიზანშეწონილია, ამიტომ მათი რჩევით, გადავწყვიტე, ოპერაცია გავიკეთო. ოპერაცია უკვე დაგეგმილია უახლოეს დღეებში“, – განაცხადა რომის პაპმა.

ვატიკანის პრესსამსახურის ცნობით, ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელებას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.

თაგები:

რომის პაპი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები