რომის პაპი – ღვთის სახელით გთხოვთ, შეწყვიტეთ ეს ხოცვა-ჟლეტა

ავტორი
Front News საქართველო
ბავშვთა საავადმყოფოების და სამოქალაქო სამიზნეების დაბომბვა არის ბარბაროსული და არავითარი სტრატეგიული მიზეზი არ გააჩნია, – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.
“შეწყვიტეთ შეტევები, სანამ ქალაქები სასაფლაოებად არ გადაიქცა. ღვთის სახელით გთხოვთ, შეწყვიტეთ ეს ხოცვა-ჟლეტა“, – განაცხადა რომის პაპმა.
მან მარიუპოლში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქი ქალწული მარიამის სახელს ატარებს და „იმ ომის შედეგად იტანჯება, რომელიც ანგრევს უკრაინას“.





