Logo

რომის პაპი - ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვინც ბომბებს ისვრის

მსოფლიო
166
Frontnews image description

ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, – ამის შესახებ რომის პაპი ლეო XIV სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სამხედრო მოქმედებები არ შექმნის სივრცეს თავისუფლებისა და მშვიდობისთვის.

"ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს. ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის. სამხედრო მოქმედებები არ შექმნის სივრცეს თავისუფლებისა და მშვიდობისთვის, რომლის მიღწევაც მხოლოდ ხალხებს შორის თანაარსებობისა და დიალოგის მოთმინებით ხელშეწყობით არის შესაძლებელი“, – წერს რომის პაპი.

თაგები:

რომის პაპი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები