რონი მესხმა სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების ახალი დირექტორები წარადგინა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ რონი მესხმა სამეგრელო-ზემო სვანეთის, ასევე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებში სამუშაო შეხვედრები გამართა და თანამშრომლებს ახლად დანიშნული დირექტორები წარუდგინა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორს ირაკლი ფიფიას და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ივანე მჭედლიშვილს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, რონი მესხმა დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული ღირსეული სამსახურისთვის.
თაგები:
რონი მესხი




