Logo

რონი მესხმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი წარადგინა

სამართალი
180
Frontnews
რონი მესხმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი წარადგინა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ რონი მესხმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახლად დანიშნული დირექტორი ივანე მჭედლიშვილი წარუდგინა.

ივანე მჭედლიშვილი ამ დრომდე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ ივანე მჭედლიშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები