Logo

რონი მესხმა ტაჯიკეთის რესპუბლიკის შს მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გამართა

სამართალი
118
Frontnews
რონი მესხმა ტაჯიკეთის რესპუბლიკის შს მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ რონი მესხმა შეხვედრა გამართა ტაჯიკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ბახოდურ ჰალიკზოდასთან, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს სამართალდამცავ სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები და ხაზი გაუსვეს არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.

რონი მესხმა სტუმრებს სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ასევე ბოლო პერიოდში განხორციელებული და მიმდინარე პროცესების შესახებ ესაუბრა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი საქმიანობის გაგრძელების მზადყოფნა გამოხატეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები