რუბიო – აშშ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას სუმში რუსეთის საზარელი სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლთა გამო


ავტორი
Front News საქართველო
აშშ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას სუმში რუსეთის საზარელი სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლთა გამო, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებაშია აღნიშნული.
“ეს არის ტრაგიკული შეხსენება, რატომ ხარჯავენ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ამდენ დროსა და ძალისხმევას ამ ომის დასასრულებლად და სამართლიანი, მყარი მშვიდობის მისაღწევად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსების მიერ სუმზე სარაკეტო თავდასხმას 34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 117. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან ბავშვები.
თაგები:
