Logo

რუბიო - ირანზე განხორციელებული ეკონომიკური ზეწოლა უპრეცედენტოა და მისი შედეგები სულ უფრო მძიმდება

მსოფლიო
151
Frontnews
რუბიო - ირანზე განხორციელებული ეკონომიკური ზეწოლა უპრეცედენტოა და მისი შედეგები სულ უფრო მძიმდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ირანის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები და საზღვაო ბლოკადა იმდენად ეფექტიანია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის ჩატარება აღარ სჭირდება.

მისი თქმით, ირანზე ეკონომიკური ზეწოლა ყოველდღიურად იზრდება და ქვეყანას სულ უფრო დიდ ზიანს აყენებს. რუბიოს განცხადებით, ამ შეფასებას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აშშ-ის მოკავშირეებიც იზიარებენ.

„ირანზე განხორციელებული ეკონომიკური ზეწოლა უპრეცედენტოა და მისი შედეგები სულ უფრო მძიმდება. ეს ზეწოლა ყოველდღიურად იზრდება. იმავე მიზანს ეკონომიკური საშუალებებითა და ეკონომიკური ზეწოლით თუ ვაღწევთ, სამხედრო დარტყმების განხორციელება საჭირო არ არის. ეს ჩიხური მდგომარეობა არ არის“, – განაცხადა რუბიომ.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკა „საბრძოლო მზადყოფნაშია“, თუმცა დამატებითი დარტყმების განხორციელების საჭიროება „ნაკლებად სავარაუდოა“.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები