რუბიო – მომდევნო კვირა უკრაინაში ომის დასრულებისთვის გადამწყვეტი იქნება


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მისაღწევად მომავალი კვირა გადამწყვეტი იქნება.
“ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კვირა იქნება. ეს კვირა ნამდვილად მნიშვნელოვანი კვირა იქნება, რომლის დროსაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, გვსურს თუ არა ამის გაგრძელება, თუ დროა, ყურადღება სხვა საკითხებზე გავამახვილოთ, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში ისეთივე მნიშვნელოვანია, თუ არა უფრო მნიშვნელოვანი. მაგრამ ჩვენ გვსურს, რომ ეს მოხდეს“, – განუცხადა სახელმწიფო მდივანმა NBC News-ს.
მისივე თქმით, არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი, მაგრამ ასევე არსებობს რეალისტობის საფუძველი.
“ახლოს ვართ, მაგრამ არა საკმარისად ახლოს“, – აღნიშნა რუბიომ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს