ანა წითლიძე - "ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება შოკის მომგვრელია და ქვეყნისთვის სახიფათო


ავტორი
Front News საქართველო
"როდესაც 17 ევროპული ქვეყანა ღიად საუბრობს საქართველოში დიქტატორული მმართველობის შესახებ, მმართველი ძალა კვლავ ცდილობს რეალობის დაფარვას. "ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება შოკის მომგვრელია და ქვეყნისთვის სახიფათო, ისინი მოქმედებენ არა ეროვნული, არამედ საკუთარი ინტერესებით", – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.
“დიფსთეითი ამ ქვეყანაში თუ შეიძლება ვინმე იყოს, ეს არის ივანიშვილი. “ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადება არის წარმოუდგენლად შემზარავი იმ მიმართულებით, რომ კიდევ ერთხელ ანახებს თუ რა ავადმყოფების და კრიმინალების ხელშია ეს ქვეყანა, რომელიც ამ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესის საკითხებს ათამაშებენ საკუთარი პიროვნული ინტერესების შესაბამისად და რამხელა საფრთხეა ამ ქვეყნისთვის, რომ ეს კრიმინალების ბანდა ივანიშვილის მეთაურობით მართავენ ამ ქვეყანას. ეს შემიძლია ვთქვა მხოლოდ ამ განცხადებაზე, რადგან ამ ადამიანებს ზუსტად აქვთ წარმოდგენილი და იციან რას ნიშნავს, როდესაც 17 ევროპული ქვეყანა აკეთებს მსგავს განცხადებას და მოუწოდებს ხელისუფლებას დაუბრუნდეს ევროპული ინტეგრაციის გზას, რას ნიშნავს, როდესაც 17 ევროპული ქვეყანა საუბრობს იმაზე, რომ ამ ქვეყანაში არის რეპრესიები და არიან პოლიტიკური პატიმრები, საუბრობენ რუსულ გავლენებზე და ზოგადად რას ნიშნავს, რომ 17 ევროპული ქვეყანა ამბობს, რომ საქართველოში ფაქტობრივად არის დიქტატორული რეჟიმი. ძალიან კარგად იციან ეს მათ შორის იმ ადამიანებმა, ვინც განცხადება დაწერეს და გაავრცელეს და ძალიან ტრაგიკულია, რომ მნიშვნელოვან და ისტორიულ პერიოდში, როდესაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობის ფანჯარა გახსნილი ევროპელებთან, რომელიც შეიძლება ათწლეულების მანძილზე არ ჰქონოდა ამ ქვეყანას, ახლა ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესი არ არსებობს და არსებობს მხოლოდ პირადი ინტერესი და რუსული გავლენები”, - განაცხადა ანა წითლიძემ.
თაგები:
ანა წითლიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს