
ავტორი
Front News საქართველო
რუმინეთის სენატის იურიდიულმა კომისიამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების წყაროების გამჟღავნებას ავალდებულებს, - ამის შესახებ რუმინული მედია წერს.
კანონპროექტს 76-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგი 32 იყო.
შემდეგი ეტაპია დეპუტატთა პალატა, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა.
კანონპროექტის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებული იქნებიან, რუმინეთის საგადასახადო სამსახურში წარადგინონ წლიური დეკლარაციები ყველა შემოსავლისა და დაფინანსების წყაროების შესახებ.
როგორც ცნობილია, 5 000 ლეიზე მეტი შემოსავლის შემთხვევაში, ორგანიზაციები ვალდებული იქნებიან, დეკლარაცია წარადგინონ ფიზიკური პირების ყველა საიდენტიფიკაციო მონაცემის მითითებით, ასევე, არ ექნება მნიშვნელობა ამ თანხის წარმომავლობას. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია დეკლარაციას არ წარადგენს, ეს გამოიწვევს ორგანიზაციის საქმიანობის ავტომატურ შეჩერებას, ხოლო შეუსაბამობა თუ ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდება, ავტომატურად გამოიწვევს ასოციაციის ან ფონდის საქმიანობის გაუქმებას.
საკანონმდებლო ინიციატივას 400-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია აპროტესტებს. მათი განცხადებით, აღნიშნული თავისუფალი გაერთიანების უფლებას ზღუდავს.
თაგები:
რუმინეთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს