
ავტორი
Front News საქართველო
რუმინეთმა რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა. მან რუმინეთის ტერიტორია 5 დღის განმავლობაში უნდა დატოვოს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, მიზეზი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოგდებული სამი რუსული დრონი გახდა, რომლებმაც რუმინეთის საჰაერო სივრცე 24-26 ივლისს სამჯერ დაარღვიეს.
მომხდარის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს. შეხვედრის დროს რუს დიპლომატს ერთ-ერთი განადგურებული დრონის ფრაგმენტები აჩვენეს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პროკურატურის გამოძიებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნაპოვნი კომპონენტები რუსული წარმოშობის იყო.
რუმინულმა მხარემ საჰაერო სივრცის დარღვევებთან დაკავშირებით მკაცრი პროტესტი გამოთქვა და განაცხადა, რომ ინციდენტებზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
ბუქარესტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებები მიუღებელია, რადგან ის არა მხოლოდ რუმინეთის საჰაერო სივრცეს, არამედ ნატოს და ევროკავშირსაც ეხება.
შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ელჩს ოფიციალური ნოტა გადაეცა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბუქარესტში რუსეთის დიპლომატიური მისიის ერთ-ერთი თანამშრომელი პერსონა "ნონ გრატად" გამოცხადდა, რომელმაც ხუთი დღის განმავლობაში რუმინეთი უნდა დატოვოს. ამავდროულად, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის ბუქარესტში დაიბარა.
რუმინელმა F-16 გამანადგურებლებმა პილოტებმა სამ დღეში სამი რუსული დრონი ჩამოაგდეს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს