რუსების თავდასხმა სუმზე – 34 დაღუპული, 117 დაშავებული, მათ შორის ბავშვები


ავტორი
Front News საქართველო
დღეს, ბზობის კვირას, რუსმა ოკუპანტებმა სუმს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს. დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი კვლავ გაიზარდა.
ამ დროის მონაცემებით, მტრის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 34 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. დაშავებულია 117 ადამიანი, მათგან 15 ბავშვია.
“ჩვენ გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს. ეს არის გამოუსწორებელი დანაკარგი მთელი ქვეყნისთვის”, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.
მტერმა ქალაქ სუმს ორი ბალისტიკური რაკეტით შეუტია. დარტყმა მოხვდა ქალაქის ცენტრში, სადაც უამრავი ადამიანი იყო, განსაკუთრებით ქუჩებში, მანქანებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს