რუსეთის დანაკარგი 6 დღის განმავლობაში უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ოკუპანტებმა 6 დღის განმავლობაში უკრაინაში 5 840-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და რიგითმა მოქალაქეებმა გაანადგურეს:
211-მდე ტანკი, 862 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 85 საარტილერიო სისტემა, ზალპური ცეცხლის 40 რეაქტიული სისტემა, 9 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალება, 30 თვითმფრინავი, 31 ვერტმფრენი, 355 საავტომობილო ტექნიკა, 2 კატერი, საწვავის 60 ცისტერნა, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 3 უპილოტო საფრენი აპარატი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებების გამო უფრო დაზუსტებული ინფორმაციის მოპოვება ვერ ხერხდება.
უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში საბრძოლო მოქმედებები ამ წუთებშიც გრძელდება. ოკუპანტების მიერ გასულ ღამეს ხარკოვის დაბომბვას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 112 დაიჭრა.
განგაშის სიგნალის და აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა კიევში, ვინიცაში, მარიუპოლსა და ჟიტიმორში. რუსულმა ჯარებმა აიღეს აიღეს ხერსონი, დაიკავეს სუმის რეგიონის ქალაქი ტროსტიანეც.
თაგები:
უკრაინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა