“რუსეთის მოხალისეთა კორპუსი” მოითხოვს, კურსკის და ბელგოროდის გუბერნატორებმა მოსახლეობის ევაკუაციას ხელი არ შეუშალონ


ავტორი
Front News საქართველო
რუსი მოხალისეები მოითხოვენ, რომ კურსკის და ბელგოროდის ოლქების გუბერნატორებმა ხელი არ შეუშალონ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციას, მათ ასევე უნდა შეწყვიტონ კრემლის კრიმინალური ბრძანებების შესრულება.
მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის გრძელდება რუსეთის რეგიონების კრემლის ტერორისტული რეჟიმისგან გათავისუფლება და მიმდინარეობს მასიური დარტყმები პუტინის ჯარებზე ბელგოროდისა და კურსკის რაიონებში.
“მოვუწოდებთ ამ რეგიონების უფლებამოსილ პირებს, პირველ რიგში კურსკის რეგიონის გუბერნატორს რომან სტაროვოიტს და ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორს ვიაჩესლავ გლადკოვს, დაუყოვნებლივ გამოაცხადონ ევაკუაცია ზემოაღნიშნული რეგიონების მთელი ტერიტორიიდან და გაატარონ მშვიდობიანი მოქალაქეები. მშვიდობიანი მოსახლეობა არ უნდა დაზარალდეს ომისგან და სამხედრო მოქმედებების პროცესში ნებისმიერი მსხვერპლი იქნება სტაროვოიტის და გლადკოვის სინდისზე“, – აღნიშნულია მოხალისეების განცხადებაში.
მოხალისეებმა ასევე მოითხოვეს, რომ გუბერნატორებმა შეწყვიტონ კრემლის რეჟიმის დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულება და არ ჩაერიონ საბრძოლო ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში, რომლებმაც თავად უკვე გადაწყვიტეს დაეტოვებინათ სახლები და გადაერჩინათ ოჯახების სიცოცხლე.
12 მარტს ცნობილი გახდა, რომ “რუსეთის თავისუფლების” ლეგიონის, “რუსეთის მოხალისეთა კორპუსის” და “ციმბირის ბატალიონის” მოხალისეებმა რუსეთის ფედერაციის საზღვარი გაარღვიეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოხალისეები კურსკის და ბელგოროდის რეგიონებში შევიდნენ.
13 მარტს რუსმა მოხალისეებმა ბელგოროდსა და კურსკში რუსეთის სამხედრო პოზიციებზე თავდასხმის შესახებ განაცხადეს და მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს. მოგვიანებით, “რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონის მებრძოლებმა განაცხადეს, რომ მათ აიღეს კონტროლი კურსკის რაიონის სოფელ ტეტკინოზე და გააფრთხილეს, რომ 14 მარტის ღამე მტრისთვის რთული იქნებოდა.
მოგვიანებით, “რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა” გამოაცხადა, რომ მცხოვრებლები დამოუკიდებლად უნდა გასულიყვნენ რუსეთის ფედერაციის კურსკის, ბელგოროდის და ბრიანსკის რეგიონებიდან, რადგან ადგილობრივმა ხელისუფლებამ უგულებელყო მოხალისეების მოწოდებები. ამ რეგიონებიდან რუსებს ამის გასაკეთებლად საათ-ნახევარზე მეტი დრო არ ჰქონდათ.
თაგები:
ბელგოროდი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს