რუსეთის თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი საჯარო სივრციდან გაუჩინარდნენ


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ 11 მარტის შემდეგ საჯარო სივრცეში არ გამოჩენილა.
ჟურნალისტები აცხადებენ, რომ როგორც წესი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი მედიასთან ურთიერთობაში ამ დრომდე აქტიური იყო. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ის მინსიტრად დაინიშნა, პრესსამსახურის პერსონალი მკვეთრად გაიზარდა და სამინისტრომ დიდი ყურადღება დაუთმო საჯარო იმიჯს.
გამოცემა „სააგენტო“ წერს, რომ 11 მარტამდე შოიგუ თითქმის ყოველდღე ჩნდებოდა. ახლა მის გარემოცვაში ამბობენ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი თავს ცუდად გრძნობს – მას გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
ბოლოს შოიგუ ახალ ამბებში 11 მარტს გამოჩნდა. კერძოდ, გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი იმ სამხედროებს გადასცემდა სახელმწიფო ჯილდოებს, რომლებიც უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობდნენ.
ამავე დროს, 18 მარტს კრემლის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ შოიგუ ესწრებოდა შეხვედრას, რომელიც ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ერთად გამართა, თუმცა ამ შეხვედრის ფოტოები და ვიდეო არსად გავრცელებულა.
ასევე, 18 მარტს რუსეთის პირველ არხზე გავიდა სიუჟეტი შოიგუს მიერ ჯილდოების გადაცემის შესახებ. სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ ეს „დღეს“ მოხდა, თუმცა მასში 11 მარტს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ვიდეო იყო გამოყენებული.
ჟურნალისტების ინფორმაციით, შოიგუსთან ერთად საჯარო სივრციდან რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვიც გაუჩინარდა.
თაგები:
სერგეი შოიგუ

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს