რუსეთმა ერთ დღეში 740 ჯარისკაცი დაკარგა, ჯამურმა დანაკარგმა 78 000-ს გადააჭარბა – უკრაინის გენშტაბის ახალი მონაცემები


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 78 690 (+740) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 10.11-მდე: ტანკები – 2 804 (+3), ჯავშანტექნიკა – 5 682 (+16), საარტილერიო სისტემები – 1 805 (+3), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 393 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 205 (+0), თვითმფრინავი – 278 (+0), ვერტმფრენები – 260 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1499 (+16), ფრთოსანი რაკეტები – 399 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 242 (+11), სპეციალური ტექნიკა – 159 (+0).
დღის განმავლობაში მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი ლიმანის და ავდეევსკის მიმართულებით განიცადა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს