რუსეთში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია


ავტორი
Front News საქართველო
რუსული მედიის ინფორმაციით, კრასნოდარის მხარეში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, დაღუპულთა შორის 3 ბავშვია.
შემთხვევის შედეგად დაშავდა 19 ადამიანი.
კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ეისკში რუსული “სუ 34”-ის ტიპის ზებგერითი ავიაგამანადგურებელი ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.
სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი ორი ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაგამანადგურებელი სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა.
მფრინავებმა კატაპულტირება მოასწრეს. პილოტების ცნობით, სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფა აფრენის დროს ერთ-ერთ ძრავზე გაჩენილმა ცეცხლმა გამოიწვია.
