Logo

რუსეთში ევროპაში ყველაზე დიდი ნავთობსაცავი იწვის

მსოფლიოუკრაინა
49
Frontnews
რუსეთში ევროპაში ყველაზე დიდი ნავთობსაცავი იწვის

სამარაში, ღამის აფეთქებების შემდეგ, ევროპის უდიდეს ნავთობსაცავში ხანძარია.

Astra-ს ინფორმაციით, 2 ოქტომბრის ღამეს დარტყმის ქვეშ, დიდი ალბათობით, აღმოჩნდა ხაზოვანი საწარმოო-სადისპეტჩერო სადგური "სამარა“. ეს არის "ტრანსნეფტის" სისტემის ნაწილი და ევროპაში ყველაზე დიდი სარეზერვუარო პარკი. Astra-ში ამ დასკვნამდე ღია მონაცემების ანალიზის შემდეგ მივიდნენ.

სამარის ნავთობის ობიექტის ტერიტორია 216 ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს. მასზე განთავსებულია 71 სარეზერვუარო ავზი, რომლებიც ჯამში 1.6 მილიონ კუბურ მეტრზე მეტ ნავთობს იტევს.

ობიექტის შემადგენლობაში ასევე შედის ორი ნავთობსატუმბი სადგური - "სამარა-1“ და "სამარა-2“, და ცალკეული პუნქტი, სადაც ნავთობის სხვადასხვა სორტის შერევა ხდება.

აქ თავს იყრის ოთხი მთავარი მაგისტრალური ნავთობსადენი: ალმეტიევსკი-სამარა, კალტასი-სამარა, ნიჟნევარტოვსკი-კურგანი-სამარა და ატირაუ-სამარა (გურიევი). ნავთობი ამ წერტილში დასავლეთ ციმბირიდან, თათრეთიდან, ორენბურგიდან და ყაზახეთიდან შემოედინება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები