Logo

რუსი ოკუპანტების მიერ კიევზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად არის მსხვერპლი, არიან დაშავებულები

უკრაინა
799
Frontnews
რუსი ოკუპანტების მიერ კიევზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად არის მსხვერპლი, არიან დაშავებულები

რუსების მიერ კიევზე თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, ერთი კი დაიღუპა, – ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

 

“ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კიევში ხანდაზმული მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო შვიდი ადამიანი დაშავდა სოლომენსკის რაიონში აფეთქების ორ ადგილას“, – განაცხადა კლიჩკომ.

 

მისივე თქმით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

 

დღეს კიევში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშის დროს, ძლიერი აფეთქებების სერია მოხდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები