Logo

რუსი ოპოზიციონერი ვარშავაში გარდაცვლილი იპოვეს

მსოფლიო
479
Frontnews
რუსი ოპოზიციონერი ვარშავაში გარდაცვლილი იპოვეს

პოლონური მედიის ცნობით, რუსეთის ოპოზიციური ჯგუფის „სახალხო დეპუტატთა კონგრესის“ წევრი სერგეი ვლასენკო ვარშავაში, ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

ვარშავის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ 71 წლის მამაკაცის სიკვდილი სხვა პირების ქმედებებმა გამოიწვია.

მედიის ცნობით, სერგეი ვლასენკო 1980-იან წლებში შორეულ აღმოსავლეთში ადგილობრივი საბჭოს წევრი იყო. მოგვიანებით, ის სამხრეთ რუსეთში, ანაპაში ცხოვრობდა. უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ის რუსეთიდან პოლონეთში გაემგზავრა, თავდაპირველად ტურისტული ვიზით, შემდეგ კი იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები