
ავტორი
Front News საქართველო
ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულმა ელჩმა რუსლან აბაშიძემ ჩეხეთის რესპუბლიკის კრიმინალური პოლიციის და საგამოძიებო სამსახურის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს (NCOZ) დირექტორთან, პოლკოვნიკ ირჟი მაზანეკთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას ჩეხეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო და ეფექტური საპოლიციო თანამშრომლობა.
"საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ჩეხურ მხარეს ნაყოფიერი და კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიმართულებით. სააგენტოს დირექტორმა ყურადღება გაამახვილა განგრძობითი თანამშრომლობისა და პრაგმატული პოლიტიკის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ჩეხეთ-საქართველოს ურთიერთობების განმტკიცება, როგორც საპოლიციო, ისე ფართო ინსტიტუციურ დონეზე.შეხვედრას ესწრებოდა ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს პოლიციის ატაშე, მაიორი გიორგი ალავიძე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
რუსლან აბაშიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს