რუსმა მოხალისეებმა პუტინს მიმართეს და მოლაპარაკების პირობები დაასახელეს


ავტორი
Front News საქართველო
ლეგიონის “რუსეთის თავისუფლების”, “რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ და ციმბირის ბატალიონის ჯარისკაცებმა დღეს, 16 მარტს, პუტინისადმი ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს და შესაძლო მოლაპარაკებების პირობები გააჟღერეს.
მოხალისეთა ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ბრძოლები რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო რაიონებში რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს, მაგრამ კრემლი ცდილობს დაბლოკოს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია.
“ვლადიმერ პუტინო, მთელი მსოფლიო უკვე რამდენიმე დღეა უყურებს, როგორ გადაიქცა რუსეთის ქალაქი ბელგოროდი, ბელგოროდის და კურსკის ოლქები აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონად. ამავდროულად, თქვენ მიერ დაყენებული ადმინისტრაცია, მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მოწოდებისა, ხელს უშლის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მოხალისეების თქმით, მხოლოდ კრემლის ხელმძღვანელის ამბიციების გამო, “ადამიანები იტანჯებიან და იღუპებიან”.
“მოგიწოდებთ, შეაჩეროთ ეს ცირკი, იფიქროთ უდანაშაულო რუსების ბედზე და დაუშვათ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია საბრძოლო ზონიდან. თქვენი არჩევნები დიდი ხანია, სრულ ფარსად გადაიქცა. შეწყვიტეთ უბრალო ხალხის მიყვანა თქვენს შოუში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო უბნებზე. ბომბების და საარტილერიო დაბომბვის ქვეშ“, – აღნიშნავენ მოხალისეები.
მოხალისეების აზრით, რუსეთის ფედერაციაში დიდი ხანია, საჭიროა “ხელისუფლებასა და ხალხს შორის ურთიერთობის ღრმა ტრანსფორმაცია, გულწრფელი საუბარი ახალ სამართლიან სოციალურ წესებზე”.
“თუ თქვენ მზად ხართ განიხილოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი დიქტატურისა და ავტორიტარიზმის გარეშე, ჩვენ, ჩვენი მხრივ, მზად ვართ ასეთი საუბრისთვის. თუ მაინც გაქვთ გამბედაობა და პასუხისმგებლობა, დაგვიკავშირდით თქვენთვის მოსახერხებელი გზით“, – აღნიშნულია მიმართვაში.
12 მარტს რუსეთის მოხალისეთა ბატალიონები უკრაინის ტერიტორიიდან კურსკში და ბელგოროდის ოლქებში შევიდნენ. მოგვიანებით ჯარისკაცებმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის სოფელი ტეტკინო აიღეს.
მომდევნო დღეებში მათ განაცხადეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის ევაკუაციას ხელს უშლიდა.
15 მარტს რუსმა მოხალისეებმა გამოაცხადეს მასიური თავდასხმა სამხედრო ობიექტებზე ქალაქ ბელგოროდში და ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდეს სასწრაფოდ შეეფარებინათ თავი და თავდასხმის დასრულებამდე არ გასულიყვნენ. დღეს, 16 მარტს, “რუსეთის თავისუფლების” ლეგიონის და “ციმბირის” ბატალიონის მებრძოლებმა გააფრთხილეს ბელგოროდის სამხედრო ობიექტებზე მასიური თავდასხმის განზრახვის შესახებ და კვლავ სთხოვეს ადგილობრივ მოსახლეობას თავშესაფრიდან არ გამოსულიყვნენ.
თაგები:
ბელგოროდი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს