რუსთავი-ლილოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ავტორი
Front News საქართველო
რუსთავი-ლილოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა, რის შემდეგაც მსუბუქ ავტომობილში მსხდომი ახალგაზრდა მამაკაცი და 2 ქალი ადგილზე დაიღუპა, 2 დაშავებული კი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს. დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
თაგები:
ავტოსაგზაო შემთხვევა




