Logo

რუსთავში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მწყემსად მუშაობის დროს ორი მოქალაქის კუთვნილი 368 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი მიითვისა

სამართალი
35
Frontnews
რუსთავში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მწყემსად მუშაობის დროს ორი მოქალაქის კუთვნილი 368 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი მიითვისა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ბრალდებით, ერთი პირი რუსთავში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც მწყემსად მუშაობდა, 2023–2025 წლებში გარდაბნისა და წალკის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ორი მოქალაქის კუთვნილი 368 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

ბრალდებულმა ასევე კიდევ ერთი მოქალაქის კუთვნილი 29 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი თანხის გადახდის დაპირებით წამოიყვანა, თუმცა დაპირებული თანხა არ გადაიხადა.

ბრალდებულის ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 181 400 ლარი შეადგინა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 182-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 11 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები