რუსთავში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძალადობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 1977 წელს დაბადებული ზ.ე. და 1991 წელს დაბადებული ნ.ნ. დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთავში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას 1976 წელს დაბადებულ თ.კ.-ს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ზ.ე.-მ მუცლისა და ფეხის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ზ.ე. და ნ.ნ. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს. დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა