რუსთავში გიორგი მინდაძის მხარდამჭერი აქცია იმართება


ავტორი
Front News საქართველო
რუსთავში აქციების დროს დაკავებული გიორგი მინდაძის მხარდამჭერი აქცია იმართება.
აქციის მონაწილეები მსვლელობით გიორგი მინდაძის სახლთან მივიდნენ.
მათი თქმით, აქციის მიზანია საყოველთაო მობილიზაცია და მოქალაქეების გაერთიანება სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად.
"დღეს არის გიორგი მინდაძის დაბადების დღე. ჩვენ, ყველა ვერთიანდებით სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად, იმიტომ, რომ როდესაც მათე დევიძეს მიუსაჯეს, ჩვენ წავედით თელავში და გამოვუცხადეთ სოლიდარობა და მთლიანად თელავს ვთხოვეთ, რომ გვერდში დასდგომოდა მათე დევიძეს. დღეს გიორგის დაბადების დღეა, წუხელ ჩვენ ვიყავით ციხესთან, დღეს მოვუწოდებთ რუსთაველებს, რომ ბიჭს, რომელიც გაიზარდა მათ ქალაქში, აუცილებლად დაუჭირონ მხარი, რადგან გიორგიც და ყველა პატიმარიც არის უდანაშაულო. ყველა სინდისის პატიმარს დავუდგებით გვერდში", - განაცხადა აქციების დროს დაკავებული თორნიკე გოშაძის დედამ მარიზი კობახიძემ.
აქციებზე დაკავებულ 21 წლის გიორგი მინდაძეს 3 ივლისს თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიუსაჯეს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს