Logo

რუსთაველის გამზირზე უკრაინის სოლიდარობის აქცია იმართება

Frontnews image description

რუსთაველის გამზირზე, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 1 წლის თავზე, უკრაინის სოლიდარობის აქცია იმართება. 

 

აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები შეუერთდებიან, რომლებიც თსუ-ის ეზოდან მსვლელობას მართავენ.

 

“აქციის მიზანია მთელ მსოფლიოს აჩვენოს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ერთი წელია, რაც გრძელდება, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ კი 9 წლიანი ომი მიმდინარეობს. მტერი აგრძელებს შეტევას, ცდილობს უკრაინის ხელში ჩაგდებას. თუ უკრაინა დაიპყრო, მაშინ რუსეთი სხვა დემოკრატიული ქვეყნების წინააღმდეგ შეტევაზე წავა.

 

თანამედროვე რუსეთს, რომელსაც მხოლოდ ძალის ენა ესმის, შეიძლება შეაჩეროს მხოლოდ უკრაინის არმიის გამარჯვება უკრაინის ბრძოლის ველზე, ამიტომ ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება თანამედროვე დასავლური იარაღი, ასევე აგრესორ სახელმწიფოს წინააღმდეგ სანქციების შემდგომი გაძლიერება.
ამასთან, უკრაინა, რომელიც ითხოვს იარაღს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას, ომს არ აპირებს, პირიქით, მშვიდობისკენ ისწრაფვის. მშვიდობის ერთადერთი გზა ჩვენი გამარჯვებაა! 

 

სიცოცხლე დაამარცხებს სიკვდილს, სინათლე კი სიბნელეს. დიდება უკრაინას!”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

 

აქციის ფარგლებში დაგეგმილია სპეციალური პერფორმანსი, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების სიმბოლოდ. 

 

უკრაინის სოლიდარობის აქცია საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა, მათ შორის, ქუთაისში და ბათუმში.

Advertisement