
ავტორი
Front News საქართველო
რუსთავის საკრებულოში თავმჯდომარედ პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრი ნოდარ შეროზია აირჩიეს. „საქართველოსთვის“ წევრს მხარი საკუთარი პარტიისა სამმა და „ნაციონალური მოძრაობის“ 15-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
ასევე, თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა ენმ-ს კანდიდატმა ალექსანდრე ბერიძემ დაიკავა. თავმჯდომარის კიდევ ერთი მოადგილე გახდა პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ზაზა ჯაიანი.
“ნაციონალურ მოძრაობასაც“ და „ქართულ ოცნებასაც“ ვთავაზობთ და მოვუწოდებთ, მათი მიღებული მანდატების შესაბამისად შემოვიდნენ საკრებულოში და აიღონ პასუხისმგებლობა იმ პოზიციებზე, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტისთვის მსახურებას კომისიებში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციებზე და სხვა თანამდებობებზე”, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბერდია სიჭინავამ.
რუსთავის მუნიციპალიტეტი მესამეა ჩხოროწყუსა და წალენჯიხის შემდეგ, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე ყოფილი პრემიერის პარტიის წარმომადგენელი გახდა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს