Logo

რუსთავში გაზით ინტოქსიკაციით დედა-შვილი დაიღუპა

შემთხვევა
04.02.2025 / 14:29
Frontnews image description

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე გაზის გაჟონვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 4 კი მოიწამლა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, საჰაერო მილიდან მოხდა CO-ს გავრცელება მე-3 და მე-4 სართულებზე, დაიღუპა მე-4 სართულზე მცხოვრები დედა-შვილი, ხოლო მე-3 სართულზე მცხოვრები სამი არასრულწლოვანი და მათი დედა მოიწამლა.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

Advertisement