
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში რუსული დამოუკიდებელი არხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი არ შემოუშვეს.
ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჟურნალისტი საქართველოს საზღვრიდან, სავარაუდოდ, 5 მარტს გააბრუნეს და ის მარტო არ იმყოფებოდა.
თავად ჟურნალისტი რუსეთში ჟურნალისტების მიმართ მომეტებული საფრთხის გამო კომენტარისგან თავს იკავებს.
“დოჟდის“ ჟურნალისტების ნაწილი ცდილობს დატოვოს რუსეთი მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეაჩერა 3 მარტს.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ ახალი რეგულაციები დააწესა, რამაც დამოუკიდებელ მედიას გაურთულა ომის გაშუქება. ინფორმაციის, რომელსაც კრემლი „ფეიკად“ მიიჩნევს – გავრცელებისთვის, ადამიანი შეიძლება დაისაჯოს მსხვილი ჯარიმით ან პატიმრობით.
თაგები:
რუსეთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს