
ავტორი
Front News საქართველო
ახალ 2024 წელს თბილისი პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტით შეხვდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ორსაათიან შთამბეჭდავ სანახაობას, სახელწოდებით “ევროპული ქალაქიდან ევროპაში“ მაყურებელს ქართველი მომღერლები, გუნდები, ანსამბლები და მოცეკვავეები ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, ზუსტად 00:00 საათიდან წარუდგენენ.
გალაკონცერტზე წარმოდგენილი იქნება ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ქართული სიმღერების ახლებური ვერსიები და სხვადასხვა უცხოური ჰიტები, მათ შორის ორი ცნობილი საშობაო სიმღერა ქართული ტექსტით.
პროგრამა მთლიანობაში 30 მუსიკალურ ნომერს შეიცავს. ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე 200-ზე მეტი შემსრულებელი წარდგება.
თაგები:
ახალი წელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს