Logo

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო 20 ნოემბერს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

საზოგადოება
195
Frontnews
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო 20 ნოემბერს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისში საახალწლო ილუმინაციებისა და კონსტრუქციების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 20 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩის ერთ სამოძრაო ზოლს; მერაბ კოსტავას ქუჩას; ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩის ერთ სამოძრაო ზოლს (წრიულთან).

სამუშაოების მიმდინარეობისას ტერიტორია აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო და გამაფრთხილებელი ნიშნებით, ხოლო უსაფრთხოებას დაარეგულირებენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტი ახორციელებს.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები