Logo

საბა მეფარიშვილის და ომარ ოკრიბელაშვილის სასამართლო პროცესი 20 იანვრამდე გადაიდო

სამართალი
949
Frontnews
საბა მეფარიშვილის და ომარ ოკრიბელაშვილის სასამართლო პროცესი 20 იანვრამდე გადაიდო

პარლამენტის შენობის წინ არსებული ჯებირის დაზიანების საქმეზე დაკავებული საბა მეფარიშვილის და ომარ ოკრიბელაშვილის სასამართლო პროცესი 20 იანვრამდე გადაიდო.

აქტივისტების საქმეზე შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს.

19 და 23 წლის ახალგაზრდები 2024 წლის 14 მაისს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დააკავეს.

ომარ ოკრიბელაშვილს და საბა მეფარიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები