Logo

საბაჟო საზღვარზე 246 857 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობების უკანონო გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სამართალი
123
Frontnews
საბაჟო საზღვარზე 246 857 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობების უკანონო გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

"ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, თავისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით, სხვადასხვა ნივთში მალულად განთავსებული 1 215.52 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანა, რომლის საბაჟო ღირებულება 246 857 ლარს შეადგენს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 5-დან 7 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები