
ავტორი
Front News საქართველო
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, საბერძნეთი საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობებს განაგრძობს.
"ბატონო პრემიერ-მინისტრო, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პირადად თქვენ და ქართველ ხალხს. საბერძნეთი განაგრძობს კონსტრუქციულ ურთიერთობებს საქართველოსთან და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერია. ამ ეროვნულ დღეს ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას და მოუთმენლად ველი ჩვენს ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავებას“, - აღნიშნულია მილოცვაში.
თაგები:
დამოუკიდებლობის დღე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს